კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ტრაგედიაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ.
მისივე თქმით, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.
„ტრაგედიის დღიდან მოყოლებული, მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამხელა ტრაგედიაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.