თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე საფრანგეთის დედაქალაქში, ჩრდილოეთ საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონის) ვიცე-პრეზიდენტის, ჟერომ შარტიეს მიწვევით იმყოფება.
ვიზიტის მიზანი საქალაქო ტრანსპორტის სფეროში პარიზის გამოცდილების გაზიარება და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, შეხვედრებს გამართავს პარიზის საქალაქო ტრანსპორტის მმართველი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, გაეცნობა RATP Group-ის, Championnet-ისა და Bus 2025-ის საქმიანობებს. ასევე, ელექტროავტობუსების ბაზას დაათვალიერებს.