თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქში, რომში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თბილისისა და რომის მერები ხელს მოაწერენ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.
თბილისის მერთან ერთად, რომში იმყოფება მერის მოადგილე ანდრია ბასილაია.