კახა კალაძე - სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან ჩემს ოჯახს და სამტრედიის მერიას კავშირი არ აქვთ
კახა კალაძე - სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან ჩემს ოჯახს და სამტრედიის მერიას კავშირი არ აქვთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი კახა კალაძის მამის, კარლო კალაძის პატივსაცემად, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს.

„ვის გჯერათ, რომ მამაჩემის პატივსაცემად დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვართ ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არ არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.