კახა კალაძე - სამშენებლო კომპანიებს სამუშაოების გაგრძელება შეუძლიათ, თუმცა ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული უნდა იყოს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, სამუშაოები გააგრძელონ.
„კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, სამშენებლო სამუშაოები გააგრძელონ. რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სმინისტრო იძლევა. გათვალისწინებული უნდა იყოს ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები, თავისი პირბადეებით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარებითა და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ. ძალიან ბევრი ზარი შემოდის, თუ როგორ მოხდება მათი ფუნქციონირება. თავიდან გაურკვევლობა იყო, საერთოდ გაგრძელდება თუ არა სამშენებლო კომპანიების მხრიდან სამუშაოების წარმოება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ ექნებათ ამის საშუალება, მთავარია, მოწოდებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ“ , – აღნიშნა კალაძემ.