კახა კალაძე - სამძიმარს ვუცხადებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველს“, ქართულ მედიას, კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს
კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა – ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.