კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილს არანაირი უფლება არ აქვს, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა რომელ პარტიასთან თუ არაპარტიასთანაც უნდა, იქ იყოს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
სალომე ზურაბიშვილს არანაირი უფლება არ აქვს, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა რომელ პარტიასთან თუ არაპარტიასთანაც უნდა, იქ იყოს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს.
„იმის მაგივრად, რომ პირველი იყოს, ვინც უნდა იცავდეს კანონს, კონსტიტუციას, ის არის პირველი დამრღვევი კონსტიტუციის. არც ის გამიკვირდება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა არაფერს შეცვლის. სალომე ზურაბიშვილს სადაც და ვისთანაც უნდა, იქ იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან თუ არაპარტიასთან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს, მიაღწევს გამარჯვებას, რაც სჭირდება დღეს ამ ქვეყანას, ქვეყნის მომავალს, შეინარჩუნებს სიმშვიდეს, მშვიდობას. რაც შეეხება დანარჩენ რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მთავარი მიზანი იქნება, როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.