კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილის „ქარტია“ არის დასტური იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი გუნდია და ერთი ხელით იმართება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, ეს არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან.
„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ, შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები, ლიბერალიზმით შენიღბულები“ , – განაცხადა კახა კალაძემ.