კახა კალაძე - საკრებულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეაჩერებს ქალაქის აღმშენებლობას, ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას
კახა კალაძე - საკრებულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეაჩერებს ქალაქის აღმშენებლობას, ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკრებულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და და ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ქალაქის აღმშენებლობას, ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას.

კახა კალაძე პარტია „ლელოს“ განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს მათი გადასაწყვეტია, საკრებულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მათ გარეშე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვავითარებთ ჩვენს ქალაქს, ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, კონკრეტული პროექტების განხორციელება. ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეაჩერებს ქალაქის აღმშენებლობას, ეკონომიკურ წინსვლას და განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პარტია „ლელომ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ თუ უარს იტყვის ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციებში ჩართვაზე 3 ივლისამდე, პარლამენტსა და საკრებულოებში საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.