კახა კალაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება
კახა კალაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი იქნება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნებისთვის“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

მისივე განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაა.

„იცის საზოგადოებამ, რისთვის არის საკონსტიტუციო უმრავლესობა საჭირო. საუბარია, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე. შესაბამისად, როდესაც ეს მოხდება მნიშვნელოვანია კონსტიტუციური გადაწყობა. ამისთვის, საჭიროა, ხმათა უმრავლესობა. რა ცვლილებებია საჭირო, ამაზე კანონმდებლები დეტალურად მოგვაწვდიან ინფორმაციას. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ იმ დანაშაულზე, რაც 2008 წელს კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.