კახა კალაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში, თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ეს პირველ რიგში მათ დააზიანებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სრული მზადყოფნაა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ეს პირველ რიგში მათ დააზარალებს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რათა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ახალი საარჩევნო სისტემით. თუ მათი მხრიდან არ მოხდება მხარდაჭერა, ეს იქნება ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ეს მათ დააზიანებს. მგონია, რომ ეს ცვლილებები მაინც განხორციელდება. თუ რაღაც კატასტროფა მოხდა და ვერ განხორციელდა, მაშინ არჩევნების ჩატარება მოგვიწევს არსებული სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში გვიწევდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.