კახა კალაძე - საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, როდესაც ხდება ამ ყველაფრის უგულებელყოფა, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება
კახა კალაძე - საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, როდესაც ხდება ამ ყველაფრის უგულებელყოფა, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება

კონსტიტუციაში თეთრზე შავითაა ყველაფერი გაწერილი, თუ რომელ თანამდებობის პირს რა მოვალეობები აქვს. ძალიან ცუდია, როდესაც ამ ყველაფრის აღრევა ხდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა.

„შეიძლება, ეს მიზანმიმართულად ხდებოდეს, რომ უთანხმოება გაჩნდეს კონკრეტული საკითხების მიმართ, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად საგარეო პოლიტიკას, პირდაპირ წერია, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს ქვეყნის მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და როდესაც ხდება ამ ყველაფრის უგულებელყოფა და კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება სჭირდება, რომ პატივი ვცეთ ჩვენ ქვეყანას, კონსტიტუციას, კანონებს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.