კახა კალაძე -  საცობების მოწესრიგება კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომები სჭირდება
კახა კალაძე - საცობების მოწესრიგება კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომები სჭირდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის კომპონენტები, რომელიც ნარჩენების გატანას, ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების სწორად მოძრაობასა და სადისტრიბუციო კომპანიების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაწილობრივ ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით არსებობს.

სხდომაზე ქალაქის მერმა ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიებთან თანამშრომლობა დაავალა.

„რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ჩაინიშნოს შეხვედრა და ანალოგიურად დავიწყოთ მოლაპარაკებები მათთან, რომ დღის განმავლობაში იყოს კონკრეტულ საათები, როდესაც მათ ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საცობების მოწესრიგებაზე, ეს რა თქმა უნდა, არის კომპლექსური პრობლემა და ამას სჭირდება მასშტაბური მიდგომები, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას ეხება, იგივე ყვითელი სამარშრუტო მიკროავტობუსების სწორად მოძრაობას და სადისტრიბუციო კომპანიების გადაადგილებას, უნდა იყოს დარეგულირებული და ნაწილობრივ ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ საცობებთან დაკავშირებით გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებები, რომ საცობების პრობლემა ქალაქში იქნეს მოგვარებული. ამიტომ ჩემი თხოვნაა, შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდეს შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ეს ყველაფერი დავალაგოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.