კახა კალაძე - საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას
მნიშვნელოვანია არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, რომელიც ეხებოდა „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „გაერო-ს ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლის ტექსტში „თავდაუსხმელობის აქტის“ შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზაობის გამოხატვა განიხილება“.
„მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს საჭიროა, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები“, – აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, საჭიროა კონსტიტუციური უმრავლესობა, რათა ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.