კახა კალაძე - საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი შეთავაზება გაკეთდა, ვიმედოვნებ, გარკვეული შეთანხმება მიღწეული იქნება
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა მნიშვნელოვანი შეთავაზება გააკეთა.
კალაძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
„საარჩევნო სისტემას რაც შეეხება, უპირველესად ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მე მგონია, რომ შეთავაზება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაკეთებული – 100/50-ზე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებებზე, რომლებიც იმართება ოპოზიციასთან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, გარკვეული შეთანხმებები იქნება მიღწეული“, – აღნიშნა კალაძემ.