კახა კალაძე - სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, შესაბამისად, იხდის სასჯელს და პარალელურად მიმდინარეობს სხვა საკითხებზე გამოძიება
კახა კალაძე - სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, შესაბამისად, იხდის სასჯელს და პარალელურად მიმდინარეობს სხვა საკითხებზე გამოძიება

არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი და იხდის სასჯელს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან შესაძლო ვაჭრობასთან დაკავშირებით.

„არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. სააკაშვილს რაც შეეხება, მას კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. შესაბამისად, იხდის სასჯელს და პარალელურად, როგორც ვიცი, მიმდინარეობს ასევე სხვა კონკრეტულ საკითხებზე გამოძიება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, ამ დროისთვის „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ განაცხადეს.