კახა კალაძე - სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია
სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი მისი პოლიტიკური წარსულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ წარსულზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, სააკაშვილის მტერი ის ქმედებებია, რაც მან წარსულში საქართველოს მოსახლეობის წინაშე აკეთა.
„სააკაშვილთან მიმართებაში ახალს ვერაფერს ვიტყვი. ერთადერთი კიდევ, რაც შემიძლია დავამატო და ვთქვა, რომ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მისი პოლიტიკური წარსული, ქმედებები, რომელიც მან წლების განმავლობაში აკადრა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ აკეთა“, – განაცხადა კალაძემ.