კახა კალაძე - სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადას გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადას გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ.
კალაძის თქმით, სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, სხვა საკითხებზეც მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ.
„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში, თუმცა ერთი რამ ცხადია, აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი და გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს? პატიმრობიდან დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, რაზეც აქვს მისჯილი კიდეც. სხვა საკითხებზე იცით, რომ მუშაობს პროკურატურა. არაერთი განცხადება გაკეთდა, მიმდინარეობს გამოძიება და როგორ წარიმართება, რა იქნება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინის რადამ 14 ივლისს სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.