კახა კალაძე - სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, ან იშიმშილოს, ან რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს
სააკაშვილი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს, ან იშიმშილოს, ან რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კალაძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს.
„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ხელს ამაში და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მისი გადაწყვეტილებაა, უნდა იშიმშილოს და რამდენიც უნდა, იმდენი ჭამოს, ვინ უშლის. მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობაზე ნუ დამაწყებინებთ შეფასებების გაკეთებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს. სააკაშვილის თქმით, „მისი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება“.