კახა კალაძე - სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც პატიმრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა შეკითხვაზე, რომ „სპეციალისტების თქმით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. შეიცვლის თუ არა მმართველი პარტია პოზიციას“.
კახა კალაძის თქმით, ეს არ არის პარტიის გადასაწყვეტი.
„სააკაშვილი ციხეში იმყოფება, იხდის სასჯელს და არის შესაბამისი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. აქ პარტია რა შუაშია? ყველა პატიმართან მიმართებით შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც არის აუცილებელი პატიმრის ჯანმრთელობიდან, სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.