კახა კალაძე - სააკაშვილი არის დესტრუქციული ადამიანი თავისი შინაარსით, ცხოვრების წესით, ის ყველანაირად ცდილობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს
კახა კალაძე - სააკაშვილი არის დესტრუქციული ადამიანი თავისი შინაარსით, ცხოვრების წესით, ის ყველანაირად ცდილობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს

მიხეილ სააკაშვილი არის დესტრუქციული ადამიანი, თავისი შინაარსით, ცხოვრების წესით, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ასახა ჩვენს ქვეყანაზე წლების განმავლობაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ოპოზიციის ლიდერების მხრიდან.

„სააკაშვილი არის დესტრუქციული ადამიანი, თავისი შინაარსით, თავისი ცხოვრების წესით, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ასახა ჩვენს ქვეყანაზე წლების განმავლობაში, როდესაც ის პრეზიდენტი იყო და სისხლიანი რეჟიმი შექმნა. ის ყველანაირად ცდილობს, რომ მოლაპარაკება არ შედგეს, მოხდეს მაგიდის აყირავება, ევროპარლამენტარებს რუსეთის აგენტებს ეძახის, არასერიოზული ფიგურაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.