კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგება დედაქალაქის მერიამ ერთი კვირის წინ დაიწყო. რეაბილიტაციის პროცესი ჭების სახურავების ასფალტის საფარის ნიშნულთან გათანაბრებას ითვალისწინებს.
სამუშაოები ჩატარდება როგორც საკანალიზაციო, ასევე, სანიაღვრე ჭებზე. პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე: რუსთაველის გამზირზე, ჭავჭავაძის გამზირზე, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებზე, ასევე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორთან ერთად, რამდენიმე საკომუნიკაციო კომპანია აწარმოებს.
რეაბილიტაციის პროცესი, დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
თბილისის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა.