კახა კალაძე - რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებულ ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებულ ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა, რომელიც დღეს გამოწერეს კლინიკიდან და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას.
„როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.