კახა კალაძე - რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
კახა კალაძე - რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

დედაქალაქი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

კახა კალაძე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსეთიდან ფრენები ცალმხრივად იყო შეზღუდული, საქართველო სანქცირებული იყო.

„თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და  პირდაპირი ფრენები დაეხმარება ადამიანებს მიმოსვლაში“, – განაცხადა კალაძემ.