კახა კალაძე - რთულია პასუხის გაცემა, ლეგიტიმურია თუ არა აქციის მონაწილების მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაზე
რთულია პასუხის გაცემა, ლეგიტიმურია თუ არა აქციის მონაწილების მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან რთული იყო იმ კონკრეტულ მომენტში სხვაგვარად მოქმედება, დაიცვეს კონსტიტუციის ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რამდენად ლეგიტიმურია გახარიას გადადგომის მოთხოვნა.
მისი თქმით, ახალგაზრდების მოწოდებებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა რეაგირებაც და განცხადებებიც. მომხდარი კი, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებმა გამოიწვია.
„მოწოდებები, რომელსაც ვისმენდით ახალგაზრდა გოგო-ბიჭების, რომელთაც პროტესტი ჰქონდათ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით მართლაც ამაღელვებელი იყო და ჩვენი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი განცხადებები და რეაგირებაც. ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებმა გამოიწვია ის, რაც მოხდა. იყო უმძიმესი, ძალიან მძიმე სანახავი. ცალკეულ კადრებს, რომელიც არის მძიმე სანახავად, აუცილებლად მოყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.