კახა კალაძე - რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პარტიაში არიან გაწევრიანებული, ეს პიარული ხრიკია, უნდათ წარმოჩენა, თითქოს ახლები არიან
რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს პიარული ხრიკია, უნდათ წარმოჩინდნენ, თითქოს ახლები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით კალაძე ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მიერ პარტია „ახლის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.
„არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, პოლიტიკაში ჩაერთოს და პოლიტიკური პარტია შექმნას, მაგრამ ამ ადამიანების წარსულიდან გამომდინარე, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, როგორ უცხოვრიათ, როგორი იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქართველი ხალხის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდათ. შეიძლება, დღეს ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს პიარული ხრიკია. უნდათ, წარმოჩინდნენ, თითქოს ახლები არიან. თუკი რაიმე სიბინძურე, ბოროტება და უბედურება ხდებოდა, თუნდაც ტელევიზიებში კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, პირდაპირ ამ ადამიანებთან არის დაკავშირებული. ფილმებს უძღვნიდნენ და ამბობდნენ, რომ აგენტები იყვნენ, დღეს ისევ ერთად არიან. გაუგებარია. მათ ექნებათ შანსი, იბრძოლონ, რათა როგორმე ერთი-ორი პროცენტი მიიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.