კახა კალაძე - რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს და რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით“.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს. რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით. მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა”, – განაცხადა კახა კალაძე.