კახა კალაძე - ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
„ცხრა მილიონზე მეტი ტურისტი დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალქისთვის. ნამდვილად მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა იზრდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – ერთი ის, რომ ფული იხარჯება. ის ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან, ნახულობენ ჩვენს ქვეყანას და იცნობენ ჩვენს კულტურას, ღირშესანიშნავ ადგილებს, რომლებიც გვაქვს სხვადასხვა რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს არის სტიმული დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, რადგან თუ ნახავთ სტატისტიკას, იზრდება სასტუმროების, ჰოსტელების, კაფეების, რესტორნების რაოდენობა. საშუალო ბიზნესი იზრდება, ეს მნიშვნელოვანია, თუმცა მგონია, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, რომ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.