კახა კალაძე - როცა არის გამოწვევები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ იყოს უტყუარი ინფორმაცია, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, გატარებული იქნება ქვეყნის და ხალხის ინტერესები
კახა კალაძე - როცა არის გამოწვევები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ იყოს უტყუარი ინფორმაცია, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, გატარებული იქნება ქვეყნის და ხალხის ინტერესები

ცხადია, როდესაც არის გამოწვევები რეგიონში და მსოფლიოში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რომ, პირველ რიგში, იყოს სწორი, უტყუარი ინფორმაცია. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველოში ყოველთვის იქნება გატარებული ქვეყნისა და ხალხის ინტერესები.

„სამარცხვინო იყო განცხადებები და სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიშები არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩემს პოზიციაზე არაა დამოკიდებული, უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება თუ არა, ან ვინმე კონკრეტული პოლიტიკოსის. არსებობს შესაბამისი უწყებები, რომელთაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ, თქვენზე, ჩემზე და თითოეულ მოქალაქეზე მეტი. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, გადამოწმებით ხდება გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. თუ საჭიროება იქნება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა კალაძემ.