კახა კალაძე - რიყის პარკზე არსებული კონსტრუქციების ასე დატოვება კატეგორიულად მიუღებელია
რიყის პარკზე არსებული კონსტრუქციების ასე დატოვება, როგორც ახლა არის, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მოხდება აღნიშნული კონსტრუქციის დასრულება. რა განთავსდება აღნიშნულ ტერიტორიაზე და რისთვის იქნება ე.წ. დოქები გამოყენებული, კალაძის განცხადებით, ამაზე გუნდი იმსჯელებს.
მისივე თქმით, რიყის პარკზე არსებული კონსტრუქციები ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზეა.
„ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა ე.წ. დოქების განკარგვა, თუმცა გუნდში იყო ამაზე საუბარი და შეთანხმება იყო მიღწეული, რომ ასე დატოვება, როგორც ახლა არის, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, მოხდება მისი დასრულება. თუ რა განთავსდება და რისთვის იქნება გამოყენებული, გუნდი ამაზე იმსჯელებს, – განაცხადა კალაძემ.