კახა კალაძე - რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს
რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლაი მალომუჟის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად. მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.
„განცხადებები მოვისმინე, თუმცა რაც შეეხება სააკაშვილს და მის ქმედებებს, მე არანაირი მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი მოღვაწეობის ფაქტები მიუთითებს, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა, ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და რუსეთის ინტერესებს. რაც 2008 წელს იკადრეს და გააკეთეს ჩვენი ტერიტორიების დაკარგვით ამ ადამიანებმა და თავიანთი გაუთვლელი არასწორი პოლიტიკით, ემსახურებოდა რუსეთს და მის ინტერესებს“, – განაცხადა კალაძემ.