კახა კალაძე - რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ
კახა კალაძე - რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ეხმაურება.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შემჩნეული ადამიანები არიან ფაშისტები, რომელთაც 26 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შესაბამის პასუხს გასცემს.

„ეს ადამიანები ისევ წარსულში არიან ჩარჩენილები. დღეს განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს, თუ არ რცხვენიათ და თუ ხალხი მათ მიიღებს, შეუძლიათ გავიდნენ, მოქალაქეებს მოუყვნენ თავიანთ ხედვებზე. სამწუხაროდ, მათ არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. ერთადერთი, რაზეც არიან გადასულები, სხვას ხელი შეუშალონ. რას გიშლის პლაკატი, რომ მიდიხარ და ხევ? ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან. ფაშისტებს 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.