დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგება.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია „ენ სი“ აწარმოებს, რამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე წლის 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 200 000 ლარია.