კახა კალაძე - რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ უსახლკარო ოჯახებზე მედიაში შექმნილ ფეიკ კამპანიას, ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი აყვა ამ ამორალურ მანიპულაციას
რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე, ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ“ ყალბი ინფორმაცია?!. ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია, ეს გრძნობა აწუხებდეთ“, – წერს კალაძე.
რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ,…
Posted by Kakha Kaladze on Sunday, December 20, 2020
შეგახსენებთ, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.