კახა კალაძე - რაც კადრებში ვნახე, ჩემთვის მიუღებელია, თუმცა არის სხვა პრობლემებიც, რომლის შესახებ საუბარი არ მსურს
რაც ვნახეთ, პირადად ჩემთვის მიუღებელია, თუმცა არის დამატებითი პრობლემები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, ამ თემაზე საუბარი არ მსურს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ვიდეო ნანახი მაქვს და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, თუმცა აქ არის კიდევ სხვა დამატებითი პრობლემები. საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და არ მინდა ამ თემის გავრცობა. ის, რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, ცუდი იყო და არავისთვის მოსაწონი არ იყო“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.