კახა კალაძე - ქვეყნის ინტერესებს როცა ეხება საქმე, სანქციებით ვერავინ დამაშანტაჟებს
საქართველოს ინტერესები არ ითმობა, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს სანქცირებულ პოლიტიკოსებს შორის.
კალაძის განმარტებით, საქართველოს ვერავინ გამოიყენებს სხვადასხვა ძალის ინტერესების სასარგებლოდ.
„სანქციებით ვერავინ დამაშანტაჟებს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. საქართველოს ინტერესები არ ითმობა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ინტერესის გასატარებლად ჩვენი ქვეყანა იყოს გამოყენებული და მივიღოთ ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.