კახა კალაძე - ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ექნება, ამას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ექნება, ამას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მშვიდი პოლიტიკური ვითარება იყოს.
„ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა ექნება, ამას უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. ქვეყანაში მნიშვნელოვანია პოლიტიკური სიმშვიდე ეკონომიკური განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის. ეს პროცესები ყველაფერზე გავლენას ახდენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.