კახა კალაძე - ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ
კახა კალაძე - ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ

პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, რათა კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვა დაუსვეს, ვის სურდა ქვეყანაში ომი და ვისგან დაიცვა ქვეყანა პრემიერობის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა.

„შეგვიძლია, გავიხსენოთ განცხადებები, რომლებიც მეორე ფრონტთან დაკავშირებით კეთდებოდა გარედან. განცხადებებს აკეთებდნენ კონკრეტული რადიკალები, რომლებიც დღეს პოლიტიკური პარტიების სახით არიან წარმოდგენილი. პირდაპირ როცა ვთქვით „არა“ სანქციებთან მიმართებით, მახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა – ამ განცხადებების გაკეთებას მირჩევნია, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო და ასე შემდეგ, აღარ შევალ ამ სიღრმეებში. რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ხდება რეგიონში, მსოფლიოში, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, რათა კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კახა კალაძემ.