კახა კალაძე - ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მცირე მთავრობის კონცეფციას მიესალმება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ როგორ, რა ფორით უნდა მოხდეს ცვლილებები და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„დღეს საღამოსაც დაგეგმილია შეხვედრა და მსჯელობა ამ საკითხზე. ცვლილებებს რაც შეეხება,  მგონია, რომ ჩემი მხრიდან განცხადებების გკეთება და მსჯელობა  არასწორი იქნება. თავად პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ამ საკითხზე, სახელმწიფო მდივანზე, იმ ცვლილებებზეც, რომელიც განხორციელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მცირე მთავრობას მე მივესალმები. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ უფრო მობილურები, მოქნილები გადაწყვეტილებების მიღებაში.  ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რეფორმები, რომელიც მამუკა ბახტაძემ გაახმოვანა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სჭირდება სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კახა კალაძემ.