თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე დადებითად აფასებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის საფასურის გაზრდას.
ამასთან კალაძე აღნიშნავს, რომ ქალაქის კეთილმოწყობასა და მოწესრიგებაში საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული.
„უბილეთოდ მგზავრობისთვის საჭიროა ჯარიმების გაზრდა. ჩვენ ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ჩართულობა და თანადგომა იქნება ძალიან მაღალი. ეს ქალაქი მარტო ჩემი და ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მართალია მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვარ თბილისის მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში, აღმშენებლობაში. სირცხვილი უნდა იყოს ქუჩაში ნაგვის დაყრა, სიგარეტის გადაგდება”, – აღნიშნა კალაძემ.