კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
„შობას ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ზეიმობს იმედის, სიკეთისა და სიყვარულის ამ დღესასწაულს. უფლის შობა ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეულად ძვირფასი დღესასწაულია. დაე, იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს ქრისტეს შობას ზეიმობს. ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც.