კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ
თბილისის მერი კახა კალაძე ქრისტეს შობას ულოცავს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
„მაცხოვრის შობას ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს. მინდა, ასევე მივულოცო ყველა ჩემს მეგობარს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა, გისურვოთ სიკეთე, სიხარული, სიყვარული და ყოველივე საუკეთესო“, – განაცხადა კალაძემ.
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს ქრისტეს შობას ზეიმობს. ამ დღესასწაულს დღეს აღნიშნავს საქართველოს მოსახლეობის ნაწილიც.