კახა კალაძე - ქართველი ხალხი არის ბრძენი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გაეცა
ქართველი ხალხი არის ბრძენი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გაეცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას ეხებოდა.
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.
„კიდევ რას ითხოვენ? რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ხუთკაცინი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, ქვეყანაში შემოიტანოს დაპირისპირება. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ მთელი არჩევნების განმავლობაში რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.