კახა კალაძე - ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ისევ განმეორდეს ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო
ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ისევ განმეორდეს ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო და რასაც უარი უთხრა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას.
„ზოგადად ის განწყობა, რაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, შემთხვევითი არ არის. ეს არის იმ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულების შედეგი, რომელსაც ეს კონკრეტული გუნდი აკეთებდა. დღეს მათ აქვთ რევანშისა და რევოლუციის სურვილი. ამას ვისმენთ თავიანთი ლიდერებისგან, ვიღაცას წაართმევს, ვიღაცას დაჩაგრავს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო და რასაც უარი უთხრა, ისევ განმეორდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თავისუფლების მოედანზე დღეს აქცია „არა ნაცებს“ გაიმართა.