კახა კალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა
კახა კალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა

ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას განახლებული გუნდი შესთავაზა.

„ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რა გამოხმაურებებიც არის, ეს მათ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებს – სად და როგორ იმყოფებიან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა. ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი საქართველოს პარლამენტში იმუშავებს, ჩვენს ქვეყანას მოემსახურება, დაიცავს მოქალაქეების ინტერესებს და ყოველთვის გაატარებს ქართულ ინტერესებს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.