კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ. იცით ალბათ ეგ ისტორია, „ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ  მათი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ანუ ერთმანეთში გაერკვიონ, ვინ რომელი პარტიაა. ამ სისულელეებისა და ტყუილების გავრცელებას ურჩევნიათ, თავიანთ პარტიებს მიხედონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.