კახა კალაძე - ქართულ თეატრსა და კინოს გამოაკლდა გამორჩეული მსახიობი ქეთევან კიკნაძე, სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ის არაჩვეულებრივი ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაზე გავიზარდეთ
კახა კალაძე - ქართულ თეატრსა და კინოს გამოაკლდა გამორჩეული მსახიობი ქეთევან კიკნაძე, სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ის არაჩვეულებრივი ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაზე გავიზარდეთ

თბილისის მერი კახა კალაძე მსახიობ ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. კახა კალაძე თანაუგრძნობს ოჯახსა და ახლობლებს.

„ქართულ თეატრსა და კინოს გამოაკლდა გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ქეთევან კიკნაძე.

სამწუხაროა, რომ გვტოვებენ ის არაჩვეულებრივი ხელოვანები, რომელთა შემოქმედებაზეც გავიზარდეთ.

ვწუხვარ და თანავუგრძნობ ქეთევან კიკნაძის ოჯახს, ახლობლებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“, – ნათქვამია კახა კალაძის სამძიმარში.

ქართველი მსახიობი ქეთევან კიკნაძე დღეს გარდაიცვალა.