კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს
კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს

დასამალი არაა, რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

თბილისის მერის თქმით, ქართველ ხალხს არ ავიწყდება, რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები.

„„ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს, ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, არჩევნებზე დიდი შანსი ექნებოდა, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ. ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს.