კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ ისეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და კვლევებიც ამაზე მეტყველებს
„ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რაზეც კვლევებიც მეტყველებს.
„ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება, როდესაც ქუჩაში დავდივართ, ყველაფერი, რასაც ვგრძნობთ. მარტო თბილისში ხომ არ დავდივართ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეხვედრები. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „ქართულ ოცნებას“ ასეთი მხარდაჭერა, როგორც დღეს აქვს, 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ არსებულ საფრთხეებს ძალიან კარგად ხედავს. კარგად ხედავს იმ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანია, ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება, ვისაც შეუძლია, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება“ და კვლევებიც ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა კალაძემ.