კახა კალაძე - პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას, რაშიც ხელს უწყობენ ე.წ. ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან
კახა კალაძე - პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას, რაშიც ხელს უწყობენ ე.წ. ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მისთვის მიუღებელია.

კალაძის თქმით, პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას, რაშიც ზურაბიშვილს უცხოეთიდან ეხმარებიან.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ სამყაროში და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვგმობ და ჩემთვის მიუღებელია პრეზიდენტის ქმედებები. ვარ საქართველოს მოქალაქე, ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი, და პრეზიდენტი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პირველი არღვევს. ამაში ხელს უწყობენ ე.წ. ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან და ახალისებენ ამ ყველაფერს. ესაა დასაგმობი და დიდი უბედურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.